,,თუ ჩვენი [პატრიოტთა ალიანსის] და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე. რაც საჯაროდ ვთქვი, ის მოცემულობაა, კიდევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან.
ტრადიციონალისტთა ველი რომ ავიღოთ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ ველზე, დღესაც კი, ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წაყენებული აქვს ბრალი, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება მის შესახებ, ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის.
…პატარა რამე ხომ არ არის, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატების პირით საჯაროდ ამბობს, რომ არც ოქროს ზოდები ყოფილა მის სახლში და არც არანაირი ძვირფასი ნივთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს და დადეს. ეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულია, დადება იმ ნივთმტკიცებების, რომელიც სხვა ადგილას იყო და იქიდან მოიტანე – რასაც ამბობენ ღარიბაშვილის ადვოკატები. იმედი მაქვს, რომ ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებენ ადვოკატები, მე არ ვარ ღარიბაშვილის ადვოკატი.
…ბევრი კითხვაა, დღეს უკვე ქეშ ფულს აღარ ინახავენ სეიფში, არც ჩინოვნიკები, არც ბიზნესმენები. თანამედროვე ეპოქაა, ციფრული ფული არსებობს, კრიპტო, ბიტკოინი. თვითონ ის ფაქტიც, რომ [ფული] დევს იქ, ესეც კითხვებს შეიცავს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში კიდევ გავრცელდება ღარიბაშვილის წერილი და მისი ადვოკატებიც მეტ კონკრეტიკას შეძენენ წერილებს” _თქვა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პალიტრის ეთერში .
































































