ევროპის საბჭოს “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.
“სამხრეთ ოსეთი: საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა არსებითი მნიშვნელობისაა ევროპული უსაფრთხოებისთვის.
რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას. ეს მოსკოვის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას, მათ შორის უკრაინის დონბასსა და ყირიმში, მოლდოვის დნესტრისპირეთში და საქართველოს აფხაზეთში.
კავკასიასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”, – ნათქვამია განცხადებაში.

































































