სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლა დირექტორის, დავით ჯაბუა გარდაიცვალა.
უდიდესი ტკივილია ადამიანის, ხელმძღვანელისა და ღირსეული პიროვნების დაკარგვა.მისი ღვაწლი, კეთილი საქმეები და ნათელი კვალი მუდამ დარჩება მათ გულებში, ვინც მას იცნობდა.
ვუსამძიმრებთ საქმისმწარმოებელთა და საინფორმაციო მენეჯერთა რესურსცენტრის სახელით ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული, ხოლო ოჯახსა და ახლობლებს მისცეს ძალა ამ მძიმე ტკივილის გასაძლებად.
მიიღეთ ჩვენი რესურსცენტრის გულწრფელი სამძიმარი — წერილი, რომელიც თვალცრემლიანმა და გულისტკივილით შეზავებულმა მელანმა დაწერა. _ სამძიმრის წერილს წერს სოციალურ ქსელში საქმისმწარმოებელთა და საინფორმაციო მენეჯერთა რესურსცენტრი.































































