„რაკეტით“ _ ზელენსკის პასუხი რუს ჟურნალისტს კითხვაზე, როდის ჩავა მოსკოვში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის ჩავა მოსკოვში, უპასუხა _ „რაკეტით“.
შემთხვევა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსული სახელმწიფო მედიის ჟურნალისტი ზელენსკის რამდენჯერმე ეკითხება _ „როდის ჩახვალთ მოსკოვში?“
თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტი შეკითხვას არ პასუხობს, შემდეგ კი რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ამბობს _ „რაკეტით“.
მედიის ცნობით, შეკითხვის ავტორი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია „ვესტის“ კორესპონდენტი ვალენტინ ბოგდანოვი იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში იმყოფება. 23 სექტემბერს მან გენერალურ ასამბლეაზე სიტყვითაც მიმართა მსოფლიო ლიდერებს.

































































