ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეთორმეტე კლასელებისათვის ბოლო ზარი 19 მაისს დაირეკება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
სიხარულიძის ინფორმაციით, წელს საჯარო სკოლებში სწავლას 199 მოსწავლე ამთავრებს.
რაც შეეხება პირველკლასელებს, მათთვის სასწავლო პროცესი 27 მაისს შეწყდება, ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგები 15 ივნისიდან დაიწყება.
“15 ივნისს შეწყდება სწავლა. თუმცა პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას გაცილებით ადრე, მაისის ბოლოს მორჩებიან. პირველკლასელებისთვის 27 მაისი, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 19 მაისი არის ბოლო სასწავლო დღე”,_ ამბობს სიხარულიძე.