დღეს გზის გაკეთების მოთხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
„ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში, გზის გაკეთება. ძალიან დიდი ფული დაიხარჯა 2019 წელს. გრუნტის გზა გააკეთეს. პროექტის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ასფალტის საფარიც. რაც არ შეასრულეს და გზა დაემსგავსა 20 წლის წინანდელ გზას. თანხა კი, 3 მილიონ-ნახევარი, რაც ამ გზის გაკეთებისთვის დახარჯეს, წაიღო მდინარე სუფსამ.
გაუსაძლისია, ძლივს 5 კმ გავაკეთებინეთ ბუკისციხიდან დიდივანამდე, კიდევ ვითხოვდით 5 კმ-ის გაკეთებას, ვერაფრით გავაკეთებინეთ. მითუმეტეს, მაშინ სკოლის გახსნაზე პრემიერი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან ერთად სოფელში სკოლის გახსნაზე და დაავალება გასცა, რომ გზა გაეკეთებინათ, თუმცა, მესამე პრემიერია უკვე მას შემდეგ და გზა ისევ გაუკეთებელია“, _ ამბობს „გურია ნიუსთან საუბრისას სურების საინიციატივო ჯგუფის პრეზიდენტი გიორგი ტრაპაიძე.
როგორც ტრაპაიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოთხოვნა არ შესრულდება, აქცია გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
[sexy_author_bio]