გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი დაბა ლაითურის მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონია. მას ინფიცირება მაისში დაუდასტურდა. სამკურნალოდ აჭარაში მდებარე ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ კი დადასტურებულია 4346 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4249, გარდაცვლილია 63 ადამიანი.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიირების 34 შემთხვევა.