“ხვალ უფლის ტაძარში ცეცხლი გადმოვა და აბაა აქ ატყდება თუ ატყდება კივილი და ჯღავილი იმაზე რომ, არანაირი ცეცხლი არ გადმოდის და რომ, ეს ყველაფერი ფარსია და რომ ამ ცეცხლს თავად კუვუკლიაში ანთებენ და ავოეეეე გულის შეღონებამდე იხავლებენ…
თუმცა ჩემნაირ ურწმუნო თომასაც კი ნამდვილად ჯერავს უკვე ამ სასწაულის რადგანაც ქრისტეს აღდგომის ტაძრის შესასვლელში დასვენებულ “გარდამოხსნის ქვაზე” ისეთი სასწაული აღესრულება ყოველ დღე, ყოველ წუთს და წელიწადის ნებისმიერ პერიოდში რომ, ამის მნახველს ეჭვიც არ შეგეპარაბათ ვნების კვირის შაბათს აღსრულებულ ცეცხლის გადმოსვლის სასწაულში.
ამ ქვას რასაც ახლა თქვენ ხედავთ და რომელზეც იოსებ არიმათიელმა ჯვარიდან გარდამოხსნილი უფალი დაასვენა, არც მეტი არც ნაკლები მირონი სდის.
არა და შაანსი არაა აქ რაიმე მანიპულაციას ჰქონდეს ადგილი…
პირადად სამი დღე ვიჯექი ქვასთან და ვუყურებდი როგორ იცვარებოდა გარდამოხსნის ქვა “არსაიდან” გარდმოსული სურნელოვანი ზეთით.. მე პირადად ამაზე დიდი სასწაული არც არსად არ მინახავს თვით “ოქროს მეჩეთშიც” კი სადაც ჰაერში მოლივლივე ქვაა..პრინციპში ამის მანიპულირებაც შეუძლებალია მაგრამ, ქვიდან მირონის დენა? ეს მართლა ენით აუწერელი სასწაულია და პირადად ჩემთვის ცეცხლის გარდამოსვლაზე უფრო მეტი….” _ წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე.