თბილისში, აბანოთუბანში, აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლეს, რომელიც აცხადებდა, რომ რუსეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ეძებდა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიამაუწყებელი APA ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მოკლული გვიან ღამით ტოიოტას ჯიპში აღმოაჩინეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მასთან ერთად რესტორანში სხვა პიროვნებაც იმყოფებოდა და ისინი კამათობდნენ, რასაც სროლა მოჰყვა.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კრიმინალური სამსახური და ექსპერტები იმყოფებოდნენ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მაუწყებლის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.