აბაშაში მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეასკდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეასკდა.
ავტომობილში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 21 აპრილს მოხდა.



































































