აბაშელი მამაოს საქციელმა “გურია ნიუსის” მკითხველის ყურადღება მიიქცია.
დღეს, 11 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეკარის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრმა, დეკანოზმა, კონსტანტინე კაჭარავამ მიცვალებულთა სახელზე შენაწირი ტაძრის ეზოში გაშალა და მრევლი დააპურა.
“ასეთი საოცარი მოძღვარი გვყავს. როცა წირვა დასრულდება, რამდენიმე გზას აკეთებს და მრევლს ქუჩაში არასდროს ტოვებს და სახლში მანქანით მიჰყვას”, _ გვეუბნება ადგილობრივი.
ავტორი