აბასთუმნის ნაკრძალში უკვე მეორე დღეა 7 ახალგაზრდას ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ტყეში ლაშქრობაზე წავიდნენ. მათ სავარაუდოდ, გზა აებნათ და დაიკარგნენ.
სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე მაშველი და რეინჯერების ჯგუფია ჩართული.
აბასთუმანში ადიგენის მერის წარმომადგენლის, ვასილ მეგენეიშვილის თქმით, ტყე ადამიანებისთვის უსაფრთხოა, რადგან იქ არც ნადირია და არც ხრამები.
“როგორც მე ვიცი 4-ში უნდა გამოსულიყვნენ. შეიძლება ნისლი იყო და გზა ვერ გამოიკვლიეს. იქ ტყის ისეთი ნაწილებია, კარგად თუ არ დააკვირდი ბილიკები ბევრ ნაწილად იყოფა და შეიძლება არასწორ ბილიკს გაყვნენ”, – განაცხადა მეგენეიშვილმა.
წყარო: ფორმულანიუსი