ბევრს უყვარს საათობით აბაზანაში წოლა. ეს განსაკუთრებით ახასიათებთ ძვირადღირებული ჰიდრომასაჟის, მედიაფუნქციებითა და ფუფუნების სხვა მახასიათებლების მქონე აბაზანის მეპატრონეებს. თუმცა, რაც არ უნდა კომფორტული იყოს აბაზანა, იქ პლანშეტით სარგებლობა არცთუ ისე მოსახერხებელია.
იაპონელებმა გადაწყვიტეს წყლის პროცედურების მოყვარულებისთვის უფრო მეტი კომფორტი შეეთავაზებინათ და წარმოადგინეს საპილოტო პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა სენსორულ ეკრანად აქციო წყლის ზედაპირი.
ტრადიციულად, ამისთვის გამოიყენება “Kinect”-ის პროექტორი და რამდენიმე დამატებითი ფუნქციონალური კვანძი, დინამიკები და განათება. თავისთავად, დინამიკები წყალგაუმტარი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში მეცნიერებმა მიიღეს გამოგონება, რომელიც წყლის პროცედურების მოყვარულთა აბაზანაში ნებივრობის დროს, კიდევ უფრო გაზრდის.
აბაზანა შეიძლება გასართობ ცენტრადაც აქციო. წყლის ზედაპირზე უყურო ფილმებს, დაათვალიერო ფოტოები და გაერთო სხვადასხვა თამაშებით.
ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საპილოტე პროექტია და სამომხმარებლო ბაზარზე მის გატანაზე საუბარი არ არის. თუმცა “Aquatop Display”-ის უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში. სავარაუდოდ, ტექნოლოგიური კომპანიები ამ გამოგონებით აუცილებლად დაინტერესდებიან, იდეას რეალობად აქცევენ და კომერციულ ბაზარზე გაიტანენ.