ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ავთანდილ თალაკვაძე საპასუხო ბრიფინგით გამოეხმაურა, ასევე მერობის კანდიდატს, გია ცეცხლაძეს.
_აბსურდი და ტყუილია ეს ყველაფერი. სიმართლე არის ის, რომ გია ცეცხლაძის საარჩევნო კამპანია არის წარუმატებელი. მისი პროგრამის შესახებ არ იციან და მისი პარტია დღემდე „ქართული ოცნების“ ხმებს ეპოტინება, _ თქვა თალაკვაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებიან საზოგადოებას. ესაუბრებიან და აცნობენ საარჩევნო პროგრამას.
_ რაც მისგან მოვისმინე, ის არის შეცდომაში შეყვანილი, _ დასძინა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა ოზურგეთში, გია ცეცხლაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ამცნო, რომ ძმებმა თალაკვაძეებმა დაბა ნასაკირალში ზეწოლა მოახდინეს მათი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატზე, ნონა ტუნაძეზე, რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა.
[sexy_author_bio]