არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ირანის სარაკეტო იერიშებზე ბაჰრეინზე, საუდის არაბეთზე, ქუვეითზე და კატარზე.
კატარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, პატრიოტის სისტემამ ორი ირანული რაკეტა ჩაჭრა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანის დასავლეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს.



























































