ფილიპინებში, კუნძულ ბასილანზე, ქალაქ მალუსოში მდებარე სოფელ ტუბიგანში „აბუ საიაფის“ დაჯგუფების 20-მდე შეიარაღებულმა წევრმა სოფლის მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნა და 5 სახლი გადაწვა. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა სოფლის 9 მაცხოვრებელი მოკლეს, ხოლო 16 დაჭრეს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, „აბუ საიაფის“ ტერორისტული ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების და ფილიპინების ხელისუფლებების მიერ შავ სიაშია შეყვანილი.
მათი ცნობით, ორგანიზაცია გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანებს იტაცებს, ახორციელებს აფეთქებებს და სხვა სახის ძალადობას.