ამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი.
ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია.
წყარო: ajaratv