აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ბათუმში დღეს დაკავებული პირების გათავისუფლება სთხოვა.
ამის შესახებ პატარიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ დაახლოებით ერთ საათში ექვსივე დაკავებული გათავისუფლდება.
პატარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი კომუნიკაციით ყველაფერი მოგვარდება.