გურიაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას მცხოვრები ქალია.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ქალი აჭარაში მკურნალობდა.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 48 ადამიანია გარდაცვლილი.