„შენ ევროკავშირში“ – კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში საინფორმაციო მსვლელობა გაიმართა.
თბილისიდან ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მოქალაქეებს უხსნიდნენ, რა სიკეთეებს მოუტანს საქართველოს ევროკავშირში შესვლა.
„შენ ევროკავშირში“ კამპანია გრძელდება და ოზურგეთში საინტერესო შეხვედრა გვქონდა მოქალაქეებთან. ადამიანებს ვხვდებით და ვუხსნით, რომ ევროპა არის კეთილდღეობის, ნამდვილი მშვიდობის და ღირსეული ცხოვრების ადგილი. ვეუბნებით ასევე იმას, რას მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე ევროკავშირის სტატუსის მოპოვების შედეგად და ასევე რას დავკარგავთ სტატუსის არ მიღების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რეგიონებში მოგზაურობის დროს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები მოუთმენლად ელოდებიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არავის არ აქვს იმის უფლება ეს ოცნება, არ აგვიხდეს”,_ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ.
აქციის დროს ორგანიზატორები მოქალაქეებს ურიგებდნენ გაზეთებს, ევროკავშირის და საქართველოს დროშებს საჩუქრად.
ავტორი