ფრენკ სტალონე, მსახიობი ძმის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ჭორებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ის ადამიანებს, რომლებმაც სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების შესახებ ჭორები დაყარეს, სულიერად დაავადებულებს უწოდებს.
„ჭორები, რომ ჩემი ძმა მკვდარია, სიცრუეა. როგორი დაავადებული უნდა იყო, რომ მსგავსი რამ გამოაქვეყნო? მსგავსი ადამიანები სულიერად არიან დაავადებულები და საზოგადოებაში მათი ადგილი არ არის. გარდაცვალების შესახებ ხუმრობა სულაც არ არის სასაცილო. ფოტო, რომელიც ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ახლდა CREED-ის ტრეილერზე მუშაობის დროს არის გადაღებული. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ძმა დავიცვა ამ ყალბი ინფორმაციის მოსმენისგან, რომელმაც ჩვენს 96 წლის დედას და ასევე მეც სიმშვიდე დაგვირღვია“, _ წერს ფრენკ სტალონე.
ამავე თემაზე:
სიმართლეა თუ არა სტალონეს გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია