ადიდებულმა მდინარემ სოფელ საყდარში სახიდე გადასასვლელი დააზიანა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.




























































