თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, _ ვიდეოკადრებს ტვმონიტორინგი ავრცელებს.
Share to Twitter
არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა. მანქანაში მყოფი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გორის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.