ქუთაისში სტიქიას ებრძვიან. რამდენიმე საათანი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა და საავტომობილო გზა და კორპუსის ეზოები დატბორა.
infoimeret-ის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაშიც, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საავტომობილო გზაზე დგას, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ.