აშშ-ში წყალდიდობის შედეგად აიოვას, სამხრეთ დაკოტას, მინესოტას და ნებრასკას შტატების მოსახლეობა დაზარალდა. ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.
სარკინიგზო ხიდი, რომელიც აკავშირებს აიოვას სიუს ქალაქთან და სამხრეთ დაკოტას ჩრდილო სიუს სიტისთან, კვირას ღამით ჩამოინგრა და მდინარე დიდ სიუში ჩავარდა.
აიოვას გუბერნატორის კიმ რეინოლდსის თქმით, აიოვასა და სამხრეთ დაკოტას სასაზღვრო რაიონში რეკორდული წყალდიდობის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი აიოვაში და ერთი ადამიანი სამხრეთ დაკოტაში დაიღუპა.
“წყალდიდობა გაგრძელდება აიოვას და სამხრეთ დაკოტას ნაწილებში, მაგრამ მომდევნო 2-დან 3 დღეში დამატებითი ნალექის შანსი დაბალია”, -ამბობენ ამინდის ბიუროში.