დღეს ჩოხატაურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში განახლდა, გამონაკლისი მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა აღმოჩნდა.
„დღეს განვაახლეთ სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში, მათ შორის კერძო სკოლაში, გარდა გუთურის საჯარო სკოლისა. სადაც რამდენიმე მასწავლებელი და ბავშვი აღმოჩნდა ინფიცირებული. ერთ კვირის შემდეგ ისინიც საკლასო ოთახებში განაახლებენ სწავლას“,_ გვითხრა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ.