გუშინ გამოცემამ „People“ გაავრცელა ცნობა რომ პოპულარული ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ორსულადაა და მესამე შვილს ელოდება.
40 წლის სუპერმოდელმა ბავშვის სქესი თავის ამჟამინდელ პარტნიორ ანდე ლემერსთან ერთად გაახმაურა. ცნობილი გახდა რომ რამდენიმე თვეში ლიმას ბიჭი ეყოლება.
ადრიანა ლიმას ორი შვილი ჰყავს – 12 წლის ვალენტინა და 9 წლის სიენა, რომლებიც მოდელს თავის წინა ქმართან, სერბ კალათბურთელ მარკო იარიკთან ქორწინებიდან ჰყავს.