ადვოკატი, მოძრაობა “ჰუმანურობისთვის” დამფუძნებელი, ალექსანდრე კაპანაძე გარდაიცვალა, _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ადვოკატის მეგობარმა, თამარ ხვედელიძემ დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ის გაზით გაიგუდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.