დაკავებული არასრულწლოვნის, 17 წლის მოზარდის უფლებადამცველი, კობა ტაბაღუა ამბობს, რომ საქმის დეტალებზე საუბარს არ აპირებს.
მისივე თქმით, დაკავებული მოზარდი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ზუგდიდში არასრულწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან მალევე დააკავეს.
ავტორი