რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “ანას ბაღთან” 10 იანვარს დაკავებული ადვოკატისა და “ლელოს” წევრის, თორნიკე ართქმელაძის სასამართლო პროცესი.
სამართალდამცველები თორნიმე ართქმელაძეს ედავებოდნენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩატარდა დისტანციურად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე ართქმელაძის ქმედებაში სამართალდარღვევა არ დაფიქსირდა და მის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა.
თორნიკე ართქმელაძე მის დაკავებას ყოველთვის აფასებდა, როგორც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლად, რადგანაც 10 იანვარს ის აქციაზე იმყოფებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დასაცავად.
დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მას არავითარი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ის სრულად გამართლდა.