„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც პოლიციამ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე დააკავა, გაათავისუფლეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა განუცხადა, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მისივე ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებას რამდენიმე წუთში დატოვებს.

































































