საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ადვოკატმა ზურაბ ბეიტრიშვილმა ცოტა ხნის წინ თავის დაწვა სცადა. მისი თქმით, პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართ პროკურატურის გულგრილი დამოკიდებულება გახდა.
ადვოკატის თქმით, თუ საგამოძიებო უწყება სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის (ე.წ. მოდულის) უკან მდებარე კორპუსზე უკანონო დაშენებას, სუიციდის მცდელობას გაიმეორებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების შენობასთან, სახანძრო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.