რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ გონივრული უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა.
„მოსკოვის, ისევე როგორც სხვა რეგიონების ხელისუფლებების გადაწყვეტილება, გააუქმონ აღდგომის დღეს საფლავებზე გასვლის ორგანიზება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, მოსალოდნელი და გონივრულად დასაბუთებული ზომაა, რომელიც ბევრ ადამიანს საფრთხეს აარიდებს“, – განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდამ.
მისივე თქმით, აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა.
„აღდგომა სიხარული და არა მიცვალებულებზე გლოვის დროა. ამგვარად, ქრისტეს აღდგომის დღეს ჩვენი წინაპრების საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია“, – აღნიშნა მან.
9 აპრილს მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების არეალი გააფართოვა.