მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი, რომელიც ადამიანებზე ძაღლებიდან გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Salon ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ აღმოჩენილი ვირუსი სერიოზული საფრთხეა ადამიანებისთვის, მაგრამ აღმოჩენა ხაზს უსვამს, რომ აუციელებელია ვირუსების აქტიური კვლევა, რომლებიც შეიძლება ცხოველებში წარმოიშვას და ადამიანებზე გავრცელდეს.
კვლევის მიხედვით, ძაღლებიდან გავრცელებული კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 7 ბავშვი იყო. ისინი 2018 წელს მალაიზიაში, საავადმყოფოში პნევმონიით მოათავსეს.
უცნობია, კორონავირუსი გახდა თუ არა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.