ცოტა ხნის წინ, პერუს რესპუბლიკის სამხრეთით აღმოაჩინეს კატის ფიგურული გამოსახულება, რომელიც ორ ათასწლეულზე მეტი ხნისაა.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კატის ეს ფიგურა პერუს ნაცრისფერი ქვიშის უდაბნოში ერთ-ერთ გორაკზე ქრისტეს შობამდე 200-დან 100 წლამდე შუალედში უნდა შექმნილიყო და ის 37 მეტრის სიგრძისაა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიწაზე მსგავსი მასშტაბური გამოსახულება აღმოაჩინეს: ნასკას ხაზების სახელით ცნობილ ფიგურებს შორის გადააწყდებით კოლიბრს, მაიმუნსა და ვეშაპს.
ნასკას ხაზები, რომელიც როგორც ცხოველების, ისე გეომეტრიული ფიგურების ასობით გამოსახულებას მოიცავს, პერუს დედაქალაქ ლიმადან 400 კილომეტრითაა დაშორებული და 450 კვადრატულ კილომეტრზეა წარმოდგენილი. ეს ტერიტორია 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.
ავტორი