რუსი აგრესორი კიევის წმინდა სოფიას ტაძრის დანგრევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა.
„რუსები აპირებენ კიევის წმინდა სოფიას ტაძრის დანგრევას. ისინი ცდილობენ გაანადგურონ მთელი უკრაინის ისტორია, ცდილობენ მის მითვისებას. რუსეთის მიერ საკათედრო ტაძრის ნებისმიერი დაზიანება ან განადგურება იქნება გამოუსწორებელი დანაკარგი მთელი კაცობრიობისთვის.
ერთი საათის წინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს დაბომბვას უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტები. ეს საფრთხეს უქმნის როგორც კიევის მოსახლეობას, ასევე სალოცავებს. დაბომბვის განცხადებული სამიზნედან რამდენიმე ათეულ მეტრში არის წმინდა სოფია მე-11 საუკუნის მოზაიკებითა და ფრესკებით. ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
რუსეთის მიერ საკათედრო ტაძრის ნებისმიერი დაზიანება ან დანგრევა გამოუსწორებელი ზარალი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.
უკვე გაეგზავნა წერილი იუნესკოს. მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას ჩაერიოს სიტუაციაში, რომ წმინდა სოფიას ტაძარი გადავარჩინოთ განადგურების საფრთხისგან!_ აღნიშნული პოსტი მინისტრმა ცოტა ხნის წინ ტელეგრამზე გამოაქვეყნა.