“აიათოლას დაღუპვის ფაქტზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დ უ ბ ა ი ს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების და ცათამბჯენების დაბომბვის კადრებმა დაზაფრა!!!
რუსი მდიდარი ჩინოვნიკების, გენერლების და ოლიგარქების, ყველაზე სანდო და კომფორტული
ფინასური ნავსაყუდელი იყო დ უ ბ ა ი და
აბუ დაბი…
ერთ დღეში გაქრა დუბაის, აბუდაბის ფინანსური ინსტიტუტების “ხელუხლებლობის” და დაცულობის
მითოლოგია…
რუსეთი განსაკუთრებით დააღონა “მეგობარი”ირანის მიერ, რუსი მოქალაქეებით გავსებული
დ უ ბ ა ი ს დაბომბვამ, სადაც არასოდეს არსებულა
ამერიკული სამხედრო ბაზები!!!
მოსკოველი ექსპერტები წერენ: “ არ ყოფილა ემირატები და სხვა არაბული მონარქიები
შ ვ ე ი ც ა რ ი ა ო… “
“თუ ასე გაგრძელდა, მდიდარი
არაბული პეტროკრატიებიდან კაპიტალი დაიწყებს
გ ა ქ ც ე ვ ა ს ო”!!!
მოსკოვური კონსულტაციების მიხედვით, თბილისელი “მინიოლიგარქებიც” —
დ უ ბ ა ი ს და აბუ დაბის ანიჭებდნენ უპირატესობას ფულის “უსაფრთხოდ” განსათავსებლად…. თბილისის მდიდარი მერის
მიერ, “არასანდო” მილანიდან დ უ ბ ა ი შ ი საკუთარი მილიონების გახმაურებული გადამისამართება, გადაიქცა ამ მოვლენის თვალსაჩინოებად !!!
სირიაში, ვენესუელაში, ირანში აშშ-ბრიტანეთის უპირობო წარმატებამ , კრემლის არადექვატური მოლოდინები გააწბილა…
ამ მწარე რეალობამ“ოცნების” ელიტისთვისაც ყველაფერი უარესობისკენ და უიმედობისკენ შეცვალა, ვინაიდან მთელი ფსონი
მოსკოვის ყოვლისშემძლეობაზე იყო დადებული…” _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია.































































