Aljazeera-ს ინფორმაციით, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აშშ-ის არჩევნების შესახებ ტვიტერში წერს.
„მაგარი სანახაობაა. საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველაზე გაყალბებული არჩევნებია აშშ-ის ისტორიაში. და ვინ ამბობს ამას? ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი. მისი კონკურენტი კი ამბობს, რომ ტრამპი აპირებს არჩევნების გაყალბებას. აი ეს არის ამერიკული დემოკრატია და ამერიკული არჩევნები“, _ წერს ჰამენეი ტვიტერზე.