ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, ლანჩხუთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1951 შემთხვევა, გამოჯნმრთელებულია 1784 ადამიანი, გარდაცვლილია 25. აქტიურია ინფიცირების 142 შემთხვევა.
რაც შეეხება ცხელ წერტილებად ქცეულ სოფლებს, ინფიცირების შემთხვევების მატება არ არის, მაგრამ იქ ისევ რჩება ბლოკპოსტი.