ახალ ზელანდიის ერთ-ერთ სოფელში, ომაუში კატებს კრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, კატის მფლობელებმა ცხოველები უნდა დაარეგისტრირონ, ხოლო როცა კატა გარდაიცვლება, მათ სხვა კატის სახლში მიყვანის უფლება არ ექნებათ.
გარდა ამისა, მფლობელებმა კატები ღამის საათებში გარეთ არ უნდა გაუშვან.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ინიციატივა რეგიონალური საბჭოს მიერ რეგიონალური მავნებლების მართვის გეგმის ნაწილია, მიზეზი კი გახდა ის, რომ კატები ყოველ წელს მილიარდობით ჩიტებისა და ძუძუმწოვრების სიკვდილზე არიან პასუხისმგებლები.
როგორც ისინი ამბობენ, მათ კატები არ სძულთ, მაგრამ სურთ, რომ ველური ბუნება უფრო მდიდარი იყოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კატის მოყვარული მოსახლეობა გადაწყვეტილებისგან შოკში არიან.
როგორც ცნობილია, პატრონებმა კატები ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაარეგისტრიროს.