სამეგრელოში, კრაზანის ნაკბენის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით, მარტვილში, სოფელ კურზუში მოხდა.
როგორც “გურის ნიუსს” ადგილობრივები უყვებიან, გარდაცვლილი 30 წლის, ცოტნე ნაჭყებიაა.
“ჩვენი ცოტნე, უპატიოსნესი ახალგაზრდა დაიღუპა. კრაზანამ უკბინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა”, _ გვუებნებიან ადგილობრივები.
































































