სროლა მარნეულში – ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას Marneulinews ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა გუშინ სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა.
მოქალაქეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაიყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



































































