ტრაგედია სენაკში – დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
“ახალგაზრდა მამაკაცი შობა დღეს, საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსმა იმსხვერპლა. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა”,- გვეუბნება წყარო.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი