ოზურგეთში, ინგოროყვას 26-ში მცხოვრებ ჩხარტიშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
გასულ ზამთარს დიდითოვლობამ ახალგაზრდა ოჯახს პრობლემები შეუქმნა _ თოვლმა სახლის სახურავი დააზიანა და ახალგაზრდა წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიამ ქირით გაიყვანა. სახლის გადახურვის შემდეგ კი ოჯახი უკან, საკუთარ სახლში დაბრუნდა, თუმცა წვიმისგან ყველაფერი გაფუჭებული დახვდათ.
ჩხარტიშვილებს ახლახან შეეძინათ მესამე ბავშვი, რომელიც ჯერ სულ რაღაც ერთი თვის არის. ოჯახს, ახალი წევრის გაჩენის შემდეგ, მოუხსნეს სოციალური დახმარება. ბავშვების მამა მუშაობს ავტო სამრეცხაოზე და რასაც იქ შოულობს, ოჯახისთვის მიაქვს საკვები.
თუმცა, მამის შემოსავალი, მით უფრო ზამთარში, როცა სამრეცხაოებზე მომხმარებელთა რაოდენობა ნაკლებია, ოჯახის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.
ოჯახს ესაჭიროება ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი და საკვები. ასევე, საკვები პატარასთვის.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გვერდით დავუდგეთ ახალგაზრდა წყვილს.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
ჩხარტიშვილებისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:































































