“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “ტოიოტას” მარკის ავტომობილი 25 წლამდე ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





































































