”ხუნზას ქვეყანაში” სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90-დან 110 წლამდეა. ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე დაბლობს ”ახალგაზრდობის ოაზისს” უწოდებენ.
ხუნზელები თითქმის არასოდეს ავადმყოფობენ. ხუნზების დღეგრძელობას მათი საკვებით და ცხოვრების წესით ხსნიან. ისინი 15-გრადუსიანი ყინვის დროსაც კი ცივ წყალში ბანაობენ, 100 წლის ადამიანები მოძრავი თამაშებით ერთობიან, 65 წლის ქალებიც კი აჩენენ ბავშვებს. ზაფხულში ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ზამთარში – ჩირს, ცხვრის ყველს. გაზაფხულზე, როცა ხილი ჯერაც არაა შემოსული, თითქმის არ იკვებებიან და დღეში ერთხელ გარგარის წვენს სვამენ.
ვეგეტარიანული კვება, ნატურალური ნედლი პროდუქტების სიმრავლე, პერიოდული შიმშილობები. კვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც.
ხუნზებს არ ეზარებათ შრომა – 100 კილომეტრის ფეხით გავლა სეირნობად მიაჩნიათ. ხალისიანები არიან, სულ იცინიან, არასოდეს ბრაზობენ, არ წუწუნებენ და ნერვიულობენ, არც ერთმანეთში კინკლაობენ და მშვიდად იტანენ ტკივილს, ხმაურს, უსიამოვნებებს.
ხუნზები ბურიშახსის ენაზე ლაპარაკობენ. ბევრმა იცის ინგლისურიც. ისლამის მიმდევრები არიან, ოღონდ მათ არა აქვთ ლოცვის ჩვეული მოწოდებები. ღვთისადმი მიმართვა თითოეულის პირადი საქმეა.
ავტორი