„სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირ CENN-ის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისათვის ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში“ განხორციელება დაიწყო.
„სტუდენტურ-ახალგაზრული სათათბიროს“ წარმომადგენელმა თეო სადრაძემ გვითხრა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის კულტურის ჩამოყალიბებაზე, რომ ნარჩენებისგან გათავისუფლება მოახდინონ არა მათი მდინარეებში ჩაყრით, არამედ გადადგან რამდენიმე ნაბიჯი ნაგვის კონტეინერამდე.
„ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას პროექტის განხორციელების არეალში არსებული მდინარეების მდგომარეობის შესახებ და QR კოდების საშუალებით, რომელიც განთავსდება ქალაქის ტერიტორიაზე და ამ ინფორმაციის ნახვა შეეძლება ყველას,“ – აღნიშნა საუბრის დროს თეო სადრაძემ.
ავტორი