https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

15:56; 15.04.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილია დასახლებული. ენის ბარიერისა და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ინფორმაციული წყაროების სიმწირის გამო მათ არ აქვთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე საკმარისი ინფორმაცია. ამიტომ გადავწყვიტე, ამერჩია ორი რეგიონი – სამცხე-ჯავახეთი (ეთნიკურად სომეხი უმცირესობების დასახლებები) და ქვემო ქართლი (ეთნიკურად აზერბაიჯანული უმცირესობების დასახლებები), სადაც მოსახლეობას 2020 წელს სახელმწიფოს წინაშე არსებულ ორ მთავარ გამოწვევაზე –  COVID 19-ისა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე  მშობლიურ ენაზე მივაწვდიდი ინფორმაციას“ – ამბობს თამარ ნადიბაიძე, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი საქართველოდან. ამ მიზნების განსახორციელებლად, თამარმა ევროკავშირის პროექტს “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება” საპროექტო განაცხადით  მიმართა.

თამარმა სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია მოიპოვა და ასე ჩაეყარა საფუძველი პროექტს “დემოკრატიული ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო შესაძლებლობების ხელშეწყობა”. სტიპენდიის შესახებ მეგობრებისგან გაიგო, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში. საპროექტო განაცხადი ზუსტად შეესაბამებოდა მისი ინტერესის სფეროს და გადაწყვიტა, თავადაც ეცადა. საკომუნიკაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად თამარმა ორი ადგილობრივი მედიასაშუალება შეარჩია – TV9 სომხურენოვან აუდიტორიასთან და “ქვემო ქართლის მედია“ აზერბაიჯანულენოვან აუდიტორიასთან მისაწვდომად. 2020 წლის ივნის-ოქტომბრის პერიოდში ორივე მედიასაშუალება ავრცელებდა ფაქტობრივად შემოწმებულ ინფორმაციას – “პროექტის ფარგლებში მომზადდა ონლაინ მედია კონტენტი –  ინფოგრაფიკები და ვიდეორგოლები, სადაც მარტივად და გასაგებ ენაზე იყო გადმოცემული ინფორმაცია როგორც COVID-19-ის, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან ერთად, შერჩეული მედიების ონლაინ გვერდებზე შეიქმნა კითხვა-პასუხის განყოფილებები, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დასმულ კითხვებზე ოპერატიულად მიეღოთ პასუხები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცნობიერების ამაღლების კამპანია ასევე მოიცავდა არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აღკვეთის უნარების გაუმჯობესებას“, – ამბობს თამარი.

“პანდემიის დროს, როდესაც ქვემო ქართლის რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა, პროექტის ფარგლებში შექმნილმა კონტენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის ინტერესი მიწოდებულ ინფორმაციაზე. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ინფორმაციას იღებდნენ ჰიგიენის ნორმებზე, ასევე, მუშავდებოდა საინფორმაციო გზავნილები იმის შესახებ, თუ რომელი უწყებებისთვის და რა საშუალებებით უნდა მიემართათ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში – “მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობისას პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობაზე მეტად, არსებული ინფორმაციის გასავრცელებლად და საჭირო ფორმის შესამუშავებლად არასაკმარისი რესურსი გამოიკვეთა. სწორედ ამ რესურსის შევსებაში დაეხმარა მათ ჩემი საინიციატივო პროექტი და მიმაჩნია, რომ ამ მოკლე პერიოდში შევძელით, მიზნისთვის მიგვეღწია. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაღალი იყო, რაც გამოიხატებოდა საიტზე გადმომსვლელებით, ვიზიტორებით, ონლაინ კომუნიკაციით იზრდებოდა მონაცემები ინფორმაციის მისაღებად. ვიდეორგოლების გარდა, გამოვყოფდი ჩვენ მიერ შემუშავებულ საინფორმაციო მასალას  მითები და COVID 19, რომელმაც ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში“, _ ამბობს თამარ ნადიბაიძე.

დეზინფორმაციაზე საუბრისას, თამარი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ბრძოლას მსოფლიოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პოლარიზაციას უწყობს ხელს  და უარყოფით გავლენას ახდენს საერთო ინფორმაციულ სივრცეზე: “იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის ასეთი ინტენსიური ნაკადია, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა. ჩვენ ვიცით, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დღეს გარკვეული სახელმწიფოებიდან ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რისგანაც თითოეული ჩვენგანისთვის რთულია თავის დაცვა. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, არ მივეჯაჭვოთ ერთ საინფორმაციო არხს და ვეცადოთ, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გადავამოწმოთ ინფორმაცია. თუ შესაძლებლობა გვაქვს, გადავამოწმოთ წყაროს სანდოობა და გავრცელებული ინფორმაციის დრო. საჭიროა სიახლეებს შევხედოთ კრიტიკულად, გადავამოწმოთ და ყოველთვის ინდივიდუალურ ინტელექტუალურ ფილტრში გავატაროთ. ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც ვაპირებ მომავალში, რადგან ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა არის ინფორმირებული გადაწყვეტილებების და არჩევანისთვის გადამწყვეტი“, _ ამბობს იგი.

 “ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც დამოუკიდებლად განვახორციელე და გზადაგზა ძალიან ბევრი უნარი შევიძინე. შემეცვალა აღქმა და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ, უკეთესად შევაფასე საჭიროებები რეგიონებში და გაცილებით სიღრმისეულად გამოვკვეთე პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს საქართველოში როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად, მიმაჩია, რომ სტუდენტებს მსგავსი სასტიპენდიო პროექტებით არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია საველე სამუშაოებზე წვდომის შესაძლებლობა, რადგან ეს ზრდის პრაქტიკურ უნარებს და აძლიერებს ახალგაზრდების დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შეუფასებელ კვალს ტოვებს მათზე, რადგან ახალგაზრდული ინიციატივები ენთუზიაზმზე დგას და არ არის ორიენტირებული ფინანსურ მხარეზე, პირიქით, მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული. სწორედ არსებული ინიციატივების წახალისებითაა შესაძლებელი, მივიღოთ ახალი, ძლიერი და ინფორმირებული თაობა სახელმწიფოში“, _ აღნიშნავს თამარი.

თამარ ნადიბაიძე ამჟამად შვედეთში, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით აგრძელებს სწავლას. სამაგისტრო ნაშრომისთვის საჭირო ინტერვიუების ჩასატარებლად სამშობლოში დაბრუნდა. საჭირო მასალის შეგროვების შემდეგ კი, ისევ დაუბრუნდება საუნივერსიტეტო სივრცეს. აღნიშნავს, რომ კიდევ უამრავი იდეა და გეგმა აქვს და იცის, მომავალში სად შეიძლება ეძებოს მხარდაჭერა საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების როლის გაძლიერებადა მათი შესაძლებლობების განვითარება.

მოცემული ექვსი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, პროექტი სთავაზობს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს, ყოველწლიურ ჰაკათონს ახალი იდეების და ინსტრუმენტების განვითარების მიზნით, სტიპენდიას სამოქალაქო აქტივისტებისა  და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდასაჭერად, შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებს და საკომუნიკაციო კამპანიების მხარდაჭერას.

პროექტი ახალგაზრდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს და სამოქალაქო აზროვნების მქონე ადამიანებს საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი და მოლდოვა), რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხო სამოქალაქო მოძრაობას უდგანან სათავეში, სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ახალ კონკურსში “სოლიდარობის სტიპენდიები“. კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა ტრენინგებთან და ვებინარებთან ერთად, სტიპენდიის სახით დაახლოებით 5,000 ევროს ოდენობის  ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. განაცხადების შეტანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  აქ.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

თამარ ნადიბაიძე
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19 სექტემბერი, 2026

სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა დაიწყო

რა წერია ევროკომისიის კითხვარში _ საქართველოს მთავრობა დოკუმენტს ასაჯაროებს

ყველა სიახლე

ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო