130-ზე მეტი კარდინალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ახალი პაპის ასარჩევად ვატიკანში შეიკრიბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკლავის წინ, წირვის წამყვანმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ, მოუწოდა თავის კოლეგებს, აირჩიონ ლიდერი, რომელსაც შეუძლია კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობა „რთულ და კომპლექსურ“ დროს.
„ეკლესიის ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ერთიანობა, რომელიც არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, არამედ მრავალფეროვნებაში მყარ და ღრმა ზიარებას“, – თქვა მან წირვის დროს.
91 წლის რე კონკლავში ხმის მისაცემად ძალიან ხანდაზმულია. ამომრჩევლები 80 წელზე ნაკლები ასაკის უნდა იყვნენ.






























































