ბრიტანელმა არქიტექტორმა, ცვეტან ტოშკოვმა, საზოგადოებას არქიტექტორული პროექტი “ქალაქი ცაში” წარუდგინა.
არქიტექტორი ცათამბჯენებს შორის მშვიდი, ლოტოსის ფორმის ოაზისების აგებას გეგმავს, სადაც ადამიანები წყნარად დასვენებას, განტვირთვას, ხმაურისა და სიბინძურისგან თავის დაღწევას შეძლებენ.
“ამ ცის ქალაქებში ყველა იპოვის იმას, რასაც ეძებს-სიმშვიდეს და სისუფთავეს”, – განაცხადა ტოშკოვმა.
არქიტექტორს ლოტოსის ფორმა შემთხვევით არ აურჩევია. ლოტოსი წყლის ყვავილია, რომელსაც მდორე და ბინძურ წყალში გაშლა და ყვავილობა შეუძლია.